LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე სასესხო ვალდებულებებზე 6 თვიანი მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

144
BeFunky-collage (11)

“მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გამოაცხადეთ 6 თვიანი მორატორიუმი და დაასუფსიდირეთ სესხის პროცენტები ყველა იმ ადამიანისთვის ვინც ვერ იხდის საბანკო სესხებს!”- განცხადება სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ქართულ ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა.

“2020 წლის აგვისტოს მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 229.7 მლნ ლარი შეადგინა. წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 47,7 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის აგვისტოში ეს მაჩვენებელი 182 მლნ ლარი იყო.” – აცხადებს ვაშაძე.

სტრატეგია “აღმაშენებლის” ლიდერის თქმით, ეროვნულმა ბანკმა დაუყოვნებლივ უნდა მოახდინოს ყველა წვრილი და საშუალო ბიზნესის სასესხო ხელშეკრულებების სუბსიდირება და უზრუნველყოს პენსიონერებისთვის სესხის პროცენტის ჩამოწერა.

 

ციფრები იზრდება, ადამიანი ღატაკდება და მაინც სად უნდა დავინახოთ ეს “მართვა”? ნეტა რამდენი მეგია ქვეყანაში? – ვიკა ბუკია

“229 მილიონია უკვე გადაფორმებული და დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს გადაფორმება 6 თვით. პენსიონერებს უნდა ჩამოეწეროთ სესხის პროცენტი. სხვა შემთხვევაში ქუჩაში დაგვხვდება ხალხი, რომლებიც ამ ქვეყანაში უსახლკაროდ იქნებიან,”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

https://www.facebook.com/G.Vashadze/videos/712065272989391

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები