LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის „დაუყოვნებლივ ჩაკეტვას“ ითხოვს

61
გიორგი-ვაშაძე

„უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10 % იქნება რუსეთის მოქალაქეები“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძემ აცხადებს და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრის „დაუყოვნებლივ ჩაკეტვას“ ითხოვს.

ვაშაძის თქმით, უნდა დაწესდეს გარკვეული გამონაკლისები საქართველოს მოქალაქეებისთვის, თანამემამულეებისთვის და ჰუმანიტარული მიზნების არსებობის შემთხვევაში.

რუსული მედია: რუსეთ-საქართველოს საზღვარი ორივე მიმართულებით 37 500-მა ავტომობილმა გადაკვეთა, რაც წინა კვირასთან შედარებით 23.3%-ით მეტია

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, საქართველო „კატასტროფული საფრთხის წინაშეა.“

„რას ვითხოვთ ჩვენ ?! ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის ათობით ათასი მოქალაქე ყოველდღიურად შემოდის საქართველოში და უზარმაზარი რიგი დგას ლარსის გამშვებ პუნქტთან, შესაბამისად „სტრატეგია აღმაშენებლის“ მოთხოვნაა:
დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

იყოს მხოლოდ სამი გამონაკლისი – საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ საქართველოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ სამშობლოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის, თუ რამე განსაკუთრებული მიზეზი იქნება.

სხვა ვარიანტი და გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ის საფრთხე, რის წინაშეც ახლა ვდგავართ.

უახლოეს დღეებში და კვირებში დადგება მოცემულობა, როდესაც საქართველოს მოსახლეობის 10 % იქნება რუსეთის მოქალაქეები. შესაბამისად, ეს იქნება საფრთხე საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

ФСБ: ლარსზე ჯავშანტრანსპორტიორი დადგება, რათა რეზერვისტებმა საზღვარი უნებართვოდ არ გადაკვეთონ

ამიტომ! ჩვენ ახლა გავაკეთებთ პეტიციას, რომელსაც დავდებთ ინტერნეტში. ძალიან გთხოვთ, ყველა პროევროპელმა, ვინც ვიბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, ვისაც გვიყვარს ჩვენი სამშობლო, მოვაწეროთ ხელი ამ პეტიციას, რომ ქართველმა ხალხმა გავაგონოთ ხმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მყოფ პრორუსულ ძალას, „ქართული ოცნების“ სახით და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია, უნდა დაიკეტოს თუ არა ლარსის საზღვარი და შეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა.

ისევე, როგორც ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა დაკეტეს საზღვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის, საქართველომ უნდა მიიღოს დაუყოვნებლივ იგივე გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ კატასტროფული საფრთხის წინაშე, რომ სწორედ ეს საბაბი იქნეს გამოყენებული თეორიული ან პრაქტიკული აგრესიისთვის რუსეთის მხრიდან.“– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები