LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სუხიტაშვილი: „ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.. ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში.. გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს“

153
BeFunky-collage

გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან, – ამის შესახებ მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი წერს პირად ფეისბუკგვერდზე და გამოთქვამს სურვილს მსგავსი ჯიშის ძაღლების მართვა-კონტროლი საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული ჰუმანური მეთოდების გათვალისწინებით მოხდეს.

კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება შესაძლოა აიკრძალოს, 16 წლამდე ასაკის პირს კი აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს

„ახლა გამომიგზავნეს ეს ფოტოები გერმანიიდან.

აი ეს გოგონა არის უსინათლო ან მცირე მხედველი, მას აცვია შუქამრეკლი ქურთუკი რათა ყველასთვის შესამჩნევი იყოს, განსაკუთრებით მაშინ თუ შემთხვევით სავალ ნაწილზე აღმოჩნდება.

აქ უმთავრესია მისი თანმხლები ლაბრადორი, რომელიც მას გადაადგილებასა და სწორ მარშრუტში ეხმარება, ძაღლი აღჭურვილია ციმციმა სანათით და მყარი ხელის მოსაკიდით საგულისხმოა რომ მას არ აქვს ალიკაპი.

ძალიან მინდა ასეთი რამეები დავნერგოთ ჩვენს ქვეყანაში. შ.შ.მ პირებს საჭიროების მიხედვით ჰქონდეთ ყველა სიკეთის მიღება.

გთხოვთ, ნუ მიაყენებთ შეურაცხყოფას და ნუ შეიძულებთ ლაბრადორებს (არა მხოლოდ მათ კიდევ ბევრი სხვა ჯიშია უწყინარი და უსაფრთხო) მხოლოდ იმიტომ რომ ისინი დიდები არიან.

ეს ჯიში მხოლოდ სიკეთისთვის და სარგებლისთვის არის შექმნილი.

მეთოთხმეტე წელია შავი ლაბრადორი მყავს სახლში, არაერთხელ გავმხდარვარ აგრესიის სამიზნე მხოლოდ იმიტომ რომ დიდი ტანის ძაღლი დამყავს ალიკაპის გარეშე.

ყველა ძაღლი პიტბული არ არის!“, – წერს გიორგი სუხიტაშვილი.

ამავე თემაზე:

„არ გამოვყოფ არცერთი ჯიშისგან პიტბულს, რადგან ნებისმიერი ჯიშის ძაღლი შეიძლება გააგრესიულდეს“ – კინოლოგი კახა კვირიკაშვილი ძაღლების აღზრდის შესახებ საუბრობს

არავის ვუსურვებ, რაც ჩვენ გავიარეთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე (ევთანაზია) და მას შემდეგ, რასაც ვუყურეთ მხიარული ფუმფულა ლეკვიდან მოურჯულებელ, საშიშ დრაკონად გარდასახვამდე: ანა გაგუა

აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხა განსაზღვრულია, განიხილება შეზღუდვების სხვადასხვა ალტერნატივა – უბედური შემთხვევების უმეტესი წილი პიტბულებიდან მომდინარეობს: კახაბერ იოსელიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები