LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეში ორი ახალი ექსპერტი ჩაერთვება

145
giorgi-shaqarashvili

გიორგი შაქარაშვილის საქმეში დამატებით ორი ექსპერტი ჩაერთვება. ნევროლოგმა და ნეიროქირურგმა უნდა დაადგინონ, გონებადაკარგული ჩააგდეს თუ არა წყალში 19 წლის ფეხბურთელი.

“მოგეხსენებათ, რამდენიმე დამატებითი კითხვაა დასმული დამატებითი ექსპერტიზის წინაშე. ყველა კითხვები არის ანალიტიკური რომელიც ითხოვს გარემო-ვითარებიდან გამომდინარე ბევრი ნიუანსის ზედაპირზე წამოწევას.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, იქ, როდესაც საკითხია დასმული გიორგის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, მოჰყვა თუ არა ამას ბავშვისთვის გონების დაკარგვა. ნევროლოგზე და ნეიროქირურგზეა კიდევ საუბარი თუ არ ვცდები” –  ამბობს ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ტელეკომპანია “პირველთან”.

“ბავშვი ცემის შემდეგ ჩაახრჩვეს…ყველაფერი ვიცი, რამდენი შეყვა” – მირიან ნიკოლაძე მის მიერ მოპოვებულ ინფორმაციაზე საუბრობს

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მომავალ კვირას კიდევ ერთი პროცესი გაიმართება. სასამართლოს წინაშე არასრულწლოვნები წარსდგებიან, რომელთა საქმეც ცალკე წარმოებად გამოიყო.მათი ადვოკატების მთავარი მოთხოვნა გარკვეული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობა იქნება.

არასრულწლოვნების სასამართლო სხდომა 5 აგვისტოს არის ჩანიშნული. მათი ადვოკატების თქმით, საქმეში ხელჩასაჭიდი მტკიცებულებები არ დევს, რომ ისინი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვოს.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 11-ვე ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები