LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მშვენიერაძე: საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის

159
67558768876798

უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ საქართველოს შესახებ უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელი არ არის.

როგორც მშვენიერაძე განმარტავს, ფონი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად არის შექმნილი, საზოგადოებას ემოციურად ამზადებს მსგავსი ინფორმაციის მისაღებად.

უკრაინული მედია: რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ

„ვერ გეტყვით, რომ გავრცელებული ინფორმაცია მოულოდნელია, რადგან ფონი, რომელიც საქართველოში პოლიტიკურად არის შექმნილი, განცხადებები, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან ვისმენთ, სწორედ ემოციურად ამზადებს საზოგადოებას მსგავსი ინფორმაციის მისაღებად. ამიტომ, უფრო სახიფათო მოვლენები ალბათ წინ გველოდება, ვიდრე ამ წუთას ვისმენთ იმიტომ, რომ ცხადია, ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ძალიან მალე მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური არჩევანის წინაშე დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, ნამდვილად მივდივართ ნატოსა და ევროკავშირისკენ თუ რეალურად, ხელისუფლება რუსეთთან თანამშრომლობს, ის არის კოლაბორაციონისტული და თანამონაწილე ხდება ბავშვების, ქალების და უდანაშაულო ადამიანების ხოცვაში უკრაინაში, რომელსაც ყოველდღიურად თვალს ვადევნებთ”, – განაცხადა მშვენიერაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები