LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი მეგრელიშვილი: „ახლა შევავსე აპლიკაცია სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად. არც მრცხვენია და არც მერიდება, გასავლელი ეტაპია…“

155
გიორგი მეგრელიშვილი

ახლახან მსახიობმა და რეჟისორმა გიორგი მეგრელიშვილმა მწვანე ბარათი მოიგო და აშშ-ში გაემგზავრა.

მისი ოჯახი იქ თებერვალში ჩავა, მანამდე კი მსახიობმა სამსახური უნდა დაიწყოს.

როგორც თავად ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, მისი საბოლოო მიზანი კინოინდუსტრიაში დამკვიდრებაა, თუმცა ახლა, როგორც ემიგრანტმა, სამსახური უნდა დაიწყოს:

„ეს ჩვეულებრივი მომენტია, შემოსავლის წყარო უნდა გავიჩინო. ეს მომენტი აქ ჩამოსულმა ყველა ემიგრანტმა უნდა გადალახოს და ამისთვის მზად ვარ. ახლა შევავსე აპლიკაცია სუპერმარკეტში მუშაობის დასაწყებად. ვნახოთ. ამის არც მრცხვენია და არც მერიდება. გასავლელი ეტაპია, თუმცა პერსპექტივაში სხვა რამ მინდა, ის, რაც ჩემი პროფესიაა. აქ ამ პროფესიით ისეთი აქტიური რომ ვიყო, როგორიც საქართველოში ვარ, დამიჯერეთ, ძალიან მაგრად ვიქნებოდი ფინანსურ დონეზე…“

რა დაუბარა ცოლს ამერიკაში ემიგრანტად წასულმა გიორგი მეგრელიშვილმა: „მოხდა სასწაული და მწვანე ბარათი მოვიგე…“

ცუცა კაპანაძე: „კიდევ ერთი უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი შეემატა ემიგრაციას, უსაყვარლესი მეგრელა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები