LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი გია ჭირაქაძის ახლობლებს უსამძიმრებს

109

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მომღერალ გია ჭირაქაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

“ძალიან დამწყვიტა გული გია ჭირაქაძის გარდაცვალებამ.

მისი სახელი თითოეული ჩვენგანისთვის ქართულ სიმღერასთან ასოცირდება, ასოცირდება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საყვარელ ანსამბლ „ქართულ ხმებთან“, რომლის დამფუძნებელიც და გამორჩეული წევრიც იყო გია ჭირაქაძე.

მთელი გულით თანავუგრძნობ ბატონი გიას ოჯახს, ყველა მეგობარს და კოლეგას”.

მომღერალი გია ჭირაქაძე გუშინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები