LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილი ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს

68

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი ქართველ მოცეკვავეს, ფრიდონ სულაბერიძეს 75 წლის იუბილეს ულოცავს.
”მთელი გულით ვულოცავ 75 წლის იუბილეს ქართული ხალხური ცეკვის დიდოსტატს, ფრიდონ სულაბერიძეს. მისი ცეკვის გამორჩეული მანერა და ოსტატობა, რომელმაც მსოფლიო აღაფრთოვანა, ქართული ცეკვის კლასიკურ ნიმუშად არის აღიარებული. ხელოვანისთვის ყველაზე დიდი დაფასება ხალხის სიყვარულია, რომელიც არასოდეს მოჰკლებია ფრიდონ სულაბერიძეს. ჯანმრთელობას, წარმატებებს და ხანგრძლივ პედაგოგიურ მოღვაწეობას ვუსურვებ მას. დარწმუნებული ვარ, იგი კიდევ მრავალ თაობას აღზრდის ქართული ცეკვისა და ქვეყნის სიყვარულით”, – ნათქვამია პრემიერის მილოცვაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები