LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის

1286
62147782-2312050085520882-6187193117679026176-o

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საოკუპაციო ძალების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას სოციალური ქსელით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი საქმე ყველასთვის მაგალითად უნდა იქცეს. კეკელიძის განმარტებით, დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ კი საკუთარი თავი.

,,ექიმი გაფრინდაშვილის საქმე უნდა იქცეს მაგალითად ყველასთვის, ვისაც საზღვარი, პირველ რიგში საკუთარ თავში აქვს გავლებული და თვითონ აქეთ დგას და თავისუფლება – იქით. თვითონ, აქეთ, დგას ანდაზებით და ფრთიანი ფრაზებით – ,,დათვი, რომ მოგერევა, ბაბაია უნდა დაუძახო” ,,რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ”.. იქით, თავისუფლებასთან, დგას პატიმარი ვაჟა გაფრინდაშვილი, ვიღაცის აზრით ,,არარაციონალური” (,,აბა, დათვის გაღიზიანება ხომ არ შეიძლება?”) პასუხებით მტრისთვის, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე ზუსტი და სამუდამო სიტყვებით.

,,საზღვარი ვიცი ფსოუზე და როკის გვირაბთანო“ – ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის პასუხი ოკუპანტებს

სიტყვებით, რომელიც მონობაში ყოფნას არ ცნობს, სიტყვებით, რომელიც ძნელი სათქმელია და მანამდე ფიქრში ვარჯიში ჭირდება.
ხოლო მტერი სულ გაღიზიანებულია. ამიტომაც არის მტერი. თორემ ფეხი რომ დაადგა, შეიძლება საკუთარმა ძაღლმაც გიკბინოს. მტერს ფეხის დადგმა არ ჭირდება, თვითონაც იოლად გვადგამს ,,ბაბაიას” მოყვირლებს.

დღეს, აუცილებელია ექიმი გაფრინდაშვილი გამოვიხსნათ, ხვალ – საკუთარი თავი. თუ რამე შემიძლია, მზად ვარ და ვიქნები – მიმსახურეთ.”

უკვე ერთი კვირაა ტყვეობაში რჩება ქართველი ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე. წ.ი საზღვრის უკანონო კვეთისთვის ოკუპანტებმა დააკავეს.

ექიმი: გაფრინდაშვილი არ აღიარებს "საზღვრის კვეთის" ბრალდებას, ამბობს, რომ ქართულ მიწაზეა

ერთადერთ რამეს ითხოვენ ვაჟა გაფრინდაშვილისაგან - აღიაროს საზღვრის გადაკვეთა, რაზედაც ბატონი ვაჟა კატეგორიულ უარს აცხადებს

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ გაფრინდაშვილს 15 ნოემბერს 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

პრეზიდენტმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები