LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „ყველაფერზე ნუ ღლიცინებთ, ავტოკატასტროფები საქართველოში საღლიცინო თემა არაა…“

1481
giorgi-kalandia

ჟურნალისტი, ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტოს, სადაც თბილისში დამონტაჟებული ამოყირავებული მანქანაა გამოსახული. როგორც მოგეხსენებათ, ეს მანქანები ქალაქში არაერთ ადგილას დაამონტაჟეს და ერთი კამპანიის ქვეშ გააერთიანეს, რითაც მოუწოდებენ მძღოლებს, ფრთხილად იარონ.

გიორგი კალანდია კრიტიკას ეხმაურება, რომელიც ამ კამპანიამ სოცქსელებში გამოიწვია და წერს, რომ მსგავსი პროექტი არგენტინაში წარმატებით განახორციელეს.

„ერო, ყველაფერზე ნუ ღლიცინებ! ვაკოპირებ ჩემი მეგობრის, დავით აბრამიშვილის სტატუსს – „ეს პროექტი არგენტინაში გააკეთეს წლების წინ და მაგარი შედეგი დადო… მერე ამ სარეკლამო კამპანიამ, თუ სწორად მახსოვ,ს კანის ლომიც მოიგო… ანუ რომ განვმარტო, ასეთ ინსტალაციებს დგამდნენ იმ ადგილებში, სადაც მძიმე ავარიები მოხდა… საქართველოში კი ყოველწლიურად იღუპება გზებზე უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე 2008 წლის ომში დავკარგეთ… შესაბამისად, თუკი ეს ინსტალაცია და სარეკლამო ბიზნესის ეს ნაბიჯი შედეგს დადებს, მხოლოდ მივესალმები და მაგარი იქნება“. ავტოსაგზაო შემთხვევები და ავტოკატასტროფები საქართველოში ძალიან მძიმე მოვლენაა და არა საღლიცინო თემა!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები