LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ღოღობერიძე გვასწავლის, როგორ ვუშველოთ მაღალ წნევას, ქოლესტერინს, ჭარბ წონას, დაბალ იმუნიტეტსა და გულის აჩქარებას მედიკამენტების გარეშე

2259
გიორგი-ღოღობერიძე

„მთავარი დიაგნოზის“ წამყვანი, ექიმი გიორგი ღოღობერიძე გთავაზობს მარტივ გზას, რომელიც ბევრი დაავადების დამარცხებასა და პრევენციაში დაგვეხმარება:

„მე გასწავლით, როგორ მოვაგვაროთ ბევრი პრობლემა მედიკამენტებისა და ფინანსური დანაკარგის გარეშე. თუ გაწუხებთ მაღალი წნევა, მაღალი ქოლესტერინი, ჭარბი წონა, ხშირი ინფექციები, უძილობა, გულის აჩქარება, სტრესი, თქვენ შეგიძლიათ ძალიან მარტივად, ცივი შხაპით მოაგვაროთ ეს პრობლემა, თანაც მედიკამენტისა და ფინანსური დანაკარგის გარეშე. ცივი შხაპი უნდა მიიღოთ დილით ან საღამოს, დაახლოებით 30 წამიდან 2 წუთის განმავლობაში, აქ იგულისხმება წყლის ტემპერატურა 20 გრადუსის ფარგლებში.

როგორ კი თქვენ იღებთ ცივ შხაპს, მწყობრში მოდის ყველა სისხლძარღვი, ყველა ვენა და არტერია. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ორგანო მიიღებს უკეთეს ცირკულაციას, სტრესის ფაქტორიც ბევრად დაიწევს დაბლა, რადგან მკვეთრად დაიწევს დაბლა კორტიზოლიც. თქვენს იმუნურ სისტემას ექნება მყისიერი სტიმული, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ როცა ადამიანები იღებდნენ ცივ შხაპს, მათში ბევრად დაბალი იყო ინფექციების განვითარების სიხშირე. ცივი შხაპი მოგეხმარებათ, რომ დაიკლოთ წონაში, დაწიოთ ქოლესტერინი და შეამციროთ ტიპი ორი დიაბეტის განვითარების რისკი. ასევე, როცა თქვენ იღებთ ცივ შხაპს, ამ დროს იზრდება ნორეპინეფრინის, დოფამინის, ენდორფინების რაოდენობას. სწორედ ეს არის დეპრესიიდან გამოსვლის მარტივი გზაა. გულის არეში უსიამოვნო განცდა მარტივად გვარდება ცივი შხაპით. აქვე უნდა ითქვას, რომ თუ გაწუხებთ მაღალი არტერიული წნევა, უმჯობესია წყლის ტემპერატურა იყოს უფრო მაღალი, ხოლო თუ დაბალი წნევა გაწუხებთ, წყალი შეიძლება იყოს უფრო გრილი“ – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

 

ცივი შხაპის სასარგებლო თვისებები | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

ცივი შხაპის სასარგებლო თვისებები | გიორგი ღოღობერიძის რჩევები

Posted by მთავარი დიაგნოზი on Sunday, May 14, 2023

 

თუ ამ 9 სიმპტომიდან 5-ს უჩივი, ესე იგი თქვენ დეპრესია გაქვთ – გიორგი ღოღობერიძე

ვიდეო: მე მოგიყვებით, როგორ გადავრჩი – გიორგი ღოღობერიძე ახალ გადაცემას იწყებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები