LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას პრემიერად წარდგენას პარლამენტში და მის გარეთაც სტვენა და ხმაური მოჰყვა

158
adlskf

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის კანდიდატად წარდგენას ხმაური მოჰყვა პარლამენტში და მის გარეთაც. 

გიორგი გახარია პრემიერის პოსტზე ივანიშვილმა წარადგინა

ივანიშვილმა კულტურული წასვლისთვის ბახტაძეს მადლობა გადაუხადა

საშემოდგომო სესია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, თუმცა ჰიმნის დასრულებისთანავე „ევროპული საქართველოს“ მინისტრთა კაბინეტში ცვლილებების შესახებ დღეს გაჟღერებული გადაწყვეტილება სასტვენებით გააპროტესტეს. 

პარლამენტის თავმჯდომარემ დეპუტატები გააფრთხილა და მოუწოდა, მათ წესრიგი დაეცვათ, თუმცა შემდეგ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრებს სასესიო დარბაზი დაატოვებინა.

„პარლამენტის რეგლამენტის 224 მუხლის თანახმად, ვაფრთხილებ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ხელს უშლიან სხდომის წარმართვას. ვინაიდან ამ გაფრთხიელბას არ დაემორჩილნენ ჩვენი კოლეგები, ამავე მუხლის თანახმად, ვთხოვ მანდატურის სამსახურს, რომ მათ დაატოვებინოს დარბაზი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ სხდომაზე.

 

როგორც პარლამენტიდან გამოსულმა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ აღნიშნა, პროტესტი, რომელიც მან პარლამენტის სხდომათა დარბაზში დააფიქსირა, სრულიად ლეგიტიმურია.

„მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ შეურაცხყოფა მიაყენა საზოგადოებას, სამართლიან პროტესტს, რომ ჯალათი გახარია გადამდგარიყო და დანიშნეს პრემიერ-მინისტრად, მოქალაქეებს ჰქონდათ მშვიდობიანი პროტესტის სრული უფლება. მათ უბრალოდ ასე ჩაუკეტეს კარი იძალადეს, დაარღვიეს კანონი და არ შემოუშვეს დარბაზთან ტერიტორიაზე, სადაც მათ აქვთ სრული უფლება, რომ შემოვიდნენ და მშვიდობიანად გააპროტესტონ. ამის შემდეგ ცხადია, მე როგორც დეპუტატი, ვალდებული ვარ, ეს პროტესტი შევიტანო შიგნით დარბაზში. ყოველ ჯერზე იქნება ასე, მათ კომფორტი კანონების დარღვევით, პარლამენტის სხდომების გამართვისა და ჩვეულებრივი მუშაობის არ ექნებათ. მშვიდობიანი პროტესტის ფარგლებში მიიღებენ მწვავე პროტესტს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

აღსანიშნავია, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრების გარდა, საბოლოოდ დარბაზიდან გავიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატებიც.

 

ხმაურია პარლამენტის შენობის შესასვლელებთანაც, სადაც აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები არიან შეკრებილი.

აქციის წარმომადგენლები სკანდირებენ: „მონა“ და „სირცხვილია“. ისინი შენობაში შესვლას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

შსს და თავდაცვის ახალი მინისტრების კანდიდატურები ცნობილია - ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობაში ბრუნდება

ძალოვანი მინისტრების კანდიდატურები პრემიერობის კანდიდატმა წარადგინა.

 

რაც შეეხება საშემოდგომო სესიის დღის წესრიგს, ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელიც პარლამენტის დღის წესრიგში დგება, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადების საკითხია. მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ამასთან, საშემოდგომო სესიაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. ამასთან, კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პარლამენტში განსახილველად გატანამდე, პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცედურა დაიწყება.

პარლამენტი საშემოდგომო სესიაზევე აირჩევს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს.

გარდა ამისა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში დადგება გენერალური პროკურორის, სახელმწიფო აუდიტორის და სახალხო დამცველის საქმიანობის ანგარიშების მოსმენა, რაც საგაზაფხულო სესიაზე უნდა მომხდარიყო, თუმცა გადაიდო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები