LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას პარლამენტში 27 მაისს ელოდებიან

88
1998667897

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ პრემიერ მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარსდგება. არჩილ თალაკვაძემ ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები ქვეყანაში განხორციელებულ და ასევე სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელებენ. თალაკვაძემ ასევე განმარტა, რომ გიორგი გახარია ამჯერად საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მუშაობის შესახებ ისაუბრებს, პრემიერის წლიურ ანგარიშს კი დეპუტატები ივნისში მოისმენენ.

“გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს. რასაკვვირველია, პრემიერ-მინისტრი შემდეგშიც მორძანდება პარლამენტში, მას ასევე ივნისში აქვს წლიური ანგარიში, რომელიც არა მხოლოდ კოვიდ-19-ის ინფექციით შემოიფარგლება. ასე რომ, წინ საინტერესო სამუშაო გველის. შესაძლოა, საგაზაფხულო სესია გაგვიგრძელდეს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრემიერი მზად არის პარლამენტის ტრიბუნიდან უპასუხოს კითხვებს, რომელიც საზოგადოებაში დაგროვდა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები