LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს განვითარებული მოვლენების და დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო

78
გიორგი გახარია2

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 20 ივნისს, რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების და დარბევის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა მეორე დღეს გაიგო. ამის შესახებ გიორგი გახარიამ გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა მას თავად დაურეკა.

„მეორე დღეს გაიგო, დრო არ მახსოვს. იმ ღამეს არ იცოდა. მე არ მქონია პირადად კომუნიკაცია. მან დამირეკა მეორე დღეს და მე ავუხსენი, რა მოხდა იმ ღამეს“, – განაცხადა გახარიამ.

შს მინისტრის განცხადებით, სანამ პროკურატურის და სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებები არ იქნება, ეს პოლიციელები არიან პოლიციელები.

კითხვაზე, სხვა პოლიციელებსაც დაეკისრებათ თუ არა პასუხისმგებლობა, გიორგი გახარიამ უპასუხა, რომ თუ რომელიმე პოლიციელის ქმედებაში პროკურატურა აღმოაჩენს გადაცდომას, ამას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

გიორგი გახარიას განცხადებით, პროკურატურაში დაისვა ყველა კითხვა, რომელიც აინტერესებდა გამოძიებას და მან ყველა კითხვას პასუხი გასცა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები