LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გახარია: საქართველოს აქვს კარიბჭის როლი

69

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ,, საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია“.

„ეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა. ჩვენ აქ ვიმსჯელეთ საქართველოს როლზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ამას ყველა მხარე ეთანხმება. საქართველოს აქვს კარიბჭის როლი, რომელსაც შეუძლია აღმოსავლეთის და დასავლეთის, ასევე, სამხრეთის და ჩრდილოეთის კორიდორებზე შეასრულოს პრინციპულად მნიშვნელოვანი ფუნქცია. ამიტომ ვართ ჩვენ ყოველთვის წარმოდგენილი მსგავს ფორუმებზე და ვცდილობთ, მაქსიმალურად დავაკონვერტიროთ ეს კონკრეტულ შედეგებში, ისეთ შედეგებში, როგორიც არის ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და სხვა“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

უკრაინის ქალაქ ოდესაში რიგით მეორე მაღალი დონის, საერთაშორისო სატრანსპორტო კონფერენცია „ევროპა-აზიის ინტეგრირებული სატრანსპორტო კორიდორი“ გაიმართა. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ქართულ დელეგაციას უკრაინაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ხელმძღვანელობდა. კონფერენციის მიზანი ევროპისა და აზიის მიმართულებით სატრანსპორტო კავშირების კონკურენტული უპირატესობების შექმნა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები