LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა: „სათქმელი ბევრი არ მაქვს“

103
გაბუნია 22

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ კრეატიული დირექტორი გიორგი გაბუნია სასამართლოში გამოკითხვაზე მივიდა. გაბუნია მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხება.

გამოკითხვამდე გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

„პირდაპირ გეტყვით, ბევრი სათქმელი არ მაქვს. მქონდა ინფორმაცია, რომ ჩემი ლიკვიდაცია დღის წესრიგში ყოფილიყო, რაც ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. დეტალების შესახებ ჩემთვის არც უთქვამთ და შესაბამისად გამოძიებასთანაც ამაზე საუბარი არ შემიძლია. უბრალოდ არ ვიცი და ვიცი ის, რომ მითვალთვალებდნენ, რაც შეამჩნია ჩემმა დაცვამ.

ამის შესახებ სამართალდავცველი ორგანოებისთვის არ მიმიმართავს, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ სუს-სგან გამოვიდა ეს ინფორმაცია. შესაბამისად, მათ იცოდნენ ამის შესახებ და გამაფრთხილეს კიდეც, რომ არავისთან არ უნდა მელაპარაკა“, – აცხადებს ჟურნალისტი.

„პოსტ ტვ“-ის კითხვას – „გვარამიამ ჩააფლავა ყველაფერი. ეს ფრაზა არის სააკაშვილისგან. რაიმე გეგმაზე არის საუბარი?“ – გაბუნია პასუხობს:

„არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. ეს ვერანაირ ეჭვს ვერ გამიჩენს, იმიტომ რომ არ ვიცი, რაზე საუბრობთ, მე ეს ჩანაწერი, სადაც სააკაშვილი ამ ფრაზას ამბობს, არ მინახავს“.

რამდენ ხანს გრძელდებოდა თვალთვალი?

დაცვა დაახლოებით ორ თვის განმავლობაში ამჩნევდა, რომ მითვალთვალებდნენ.

რა შეიძლება იყოს თვალთვალის მოტივი?

მოტივი, რაც მე მაქვს ვარაუდი და რაც ყველასთვის ნათელია. მეტი რა შეიძლება, რომ ყოფილიყო, თუ არა ჩემი ლიკვიდაციის სურვილი, მით უფრო რუსეთიდან.

გააკეთებთ თუ არა დაკითხვაზე  აქცენტს რამზან კადიროვზე?

გააჩნია რა შეკითხვებს დამისვამენ. არ მგონია, კითხვები კადიროვზე დამისვან. ჩემთვის ნათელია ყველაფერი. თვითონ ამბობს ფაქტობრივად.

ვერსიები ბურუსით მოცული საქმის გარშემო: რატომ იმყოფებოდა პანკისის ხეობაში ბოკოვი, რომელიც გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა

"პანკისში რაც ხდება, არის ზღვაში წვეთი, უბრალოდ პანკისი ისმის, რადგან უარყოფითი „ბრენდია“. 

შეგახსენებთ, დღესვე, სასამართლოში მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით ნიკა გვარამია დაიკითხება. გვარამია სასამართლოში 13:00 საათზეა დაბარებული. 

აღსანიშნავია, რომ ნიკა გვარამია და გიორგი გაბუნია სუს-ში დაკითხვაზე არ გამოცხადნენ და აღნიშნეს, რომ კითხვებს მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით სასამართლოზე უპასუხებდნენ.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „მთავარის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, კონტრტერორისტული სამსახურის მიერ ქავთარაძის ქუჩაზე, რამდენიმე დღის წინ დაკავებული რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ინგუში ვასამბეგ ბადრის ძე ბოკოვი ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა.

გვარამიას ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით იგეგმებოდა, რისი მიზეზიც გაბუნიას მიერ პუტინის მისამართით ერთი წლის წინ მომზადებული მონოლოგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები