LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი გაბუნია: „დედამ და მამამ ძალიან ინერვიულეს, მაგრამ იციან ჩემი ხასიათი…“

249
gabunianewsjunewswss

გიორგი გაბუნია ჟურნალ „სარკესთან“ ოჯახის წევრებისა და საკუთარი ემოციების შესახებ საუბრობს მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა.

როგორც „მთავარი არხის“ სახე ამბობს, მისთვის არაერთხელ შეუთვლიათ, რომ უცხოეთში სიარულს მოშვებოდა, რადგან იქ მისი პოვნა არ გაუჭირდებოდათ. ტელესახეს სიცოცხლეს საფრთხე მას შემდეგ შეექმნა, რაც მან „რუსთავი 2“-ის ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა.

„ეს ყველაფერი არც ჩემთვის არის მარტივი, უმძიმესია, ტვირთია. ბევრმა შეიძლება თქვას, რას აიღე ეს ტვირთი, რატომ აგინეო მაგრამ ვფიქრობ, ხელისუფლების ლუსტრაციის თვალსაზრისით, ბევრი კარგი რამ გააკეთა…“

დედამ, ქალბატონმა ჯულიეტა ვაშაყმაძემ თუ უყურა ინფორმაციას, სადაც თქვენი ლიკვიდაციის მცდელობაზე იყო საუბარი?

დედამაც უყურა და მამამაც და ძალიან ინერვიულეს. მე ვერ მოავსწარი დარეკვა, ჩემმა ძმამ დაურეკა და უთხრა, ასეთი რაღაც არის და არ ინერვიულოთ, ახლა ტელევიზორში გამოაცხადებენო. მამაჩემი აცრემლებული მესაუბრებოდა. თან, ჩემი ხასიათი იციან და დარწმუნებულები არიან, ვერაფერს შეცვლიან, ამიტომ აზრი არ აქვს ლაპარაკს, თორემ იყო დრო, როდესაც მეჩხუბებოდნენ კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები