LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი დათიაშვილისა და ნათია დუმბაძის ახალი ჰიტის პრემიერა: „გვინდა, მსმენელს მხოლოდ საავტორო მუსიკა შევთავაზოთ…“

522
giorgi da naTia

მომღერალი და კომპოზიტორი გიორგი დათიაშვილი მუსიკოსების ჯგუფთან Live Band-თან ერთად ახალი პროექტით დაბრუნდა. ის გეგმავს, მსმენელს საკუთარი საავტორო სიმღერები შესთავაზოს, რომელთა ნაკლებობაც დღეს ძალიან იგრძნობა ქართულ სცენაზე.

პირველი კოლაბორაცია გიორგიმ კოლეგასთან და მეგობართან, ნათია დუმბაძესთან გადაწყვიტა.

მათი ერთობლივი ნამუშევრის აუდიოვერსია, სიმღერა სახელწოდებით „სხვა რა“ უკვე გამოჩნდა „იუთუბზე“.

მელოდიის ავტორი გიორგი დათიაშვილის, ტექსტის კი – რეპერი მასტერი.

ბენდის წევრები არიან: ჯიმი ირემაძე, დათა მუნჯიშვილი, აჩი შრედერი, გიორგი ჭეხანი.

გიორგი დათიაშვილი: 

მინდოდა, ბავშვობის მეგობრები შემეკრიბა და ბენდი ჩამომეყალიბებინა, რომელთან ერთადაც საავტორო მუსიკას შევქმნიდით. ეს იდეა ნაწილობრივ გამომივიდა, ბენდში არიან ჩემი ახლო მეგობრებიც და ნაცნობი მუსიკოსებიც.

საავტორო მუსიკის შექმნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვფიქრობ, ეს დღეს ძალიან აკლია ჩვენს სფეროს. ახალი ფაქტობრივად, არაფერი იქმნება. მე, როგორც მუსიკოსს, ყოველთვის მირჩევნია, საავტორო სიმღერები მოვისმინო, ვიდრე ქავერები. ქავერები ცუდი არ არის, მაგრამ ორიგინალზე უკეთესი არასდროსაა.

ბენდის შემადგენლობაში თავადაც ვარ, მეორე კლავიშზე მე ვუკრავ.

პირველი კოლაბორაცია ნათია დუმბაძესთან გადავწყვიტეთ და ჩვენი პირველი სიმღერა „სხვა რა“ უკვე „იუთუბზეა“ ატვირთული. ვნახოთ, როგორ დაინტერესდება მსმენელი და შემდეგ შეიძლება, კლიპის გადაღებაზეც ვიფიქროთ.

გარდა ამ სიმღერისა, მზად გვაქვს, ანუ ჩაწერილია კიდევ სამი კომპოზიცია, რომელთანაც ორზე, ზუსტად ვიცით, რომ ვიდეორგოლების გადაღება გვინდა. ჩანაწერებში რა ჟღერადობაც იქნება, იგივე დაგხვდებათ კონცერტზე, სადაც არ უნდა მოხვდეთ და ამ პროგრამას, რასაკვირველია, კონცერტისთვისაც ვამზადებთ. ვფიქრობთ, მინიმუმ 14 საავტორო სიმღერა გვექნება.

ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია იქნება, ახალი სიმღერების შესაქმნელად, როგორი გამოხმაურება ექნება ჩვენს პირველ კომპოზიციას და ზოგადად, ვფიქრობ, რომ მეტი ახალი ქართული სიმღერა უნდა დაიწეროს.

ფოტო: თამუნა ტაბატაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები