LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი უგულავას თქმით, სანამ ირაკლი კობახიძე, გიორგი გახარია და ვახტანგ გომელაური არ გადადგებიან, მანამდე არ დაიშლებიან

101
გიგი უგულავა აქციაზე

“ევროპული საქართველოს” ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ირაკლი კიბახიძის, გიორგი გახარიასა და ვახტანგ გომელაურის გადადგომის მოთხოვნისა და ულტიმატუმის მიუხედავად, საათნახევრის შემდეგაც მთავრობის მხრიდან სიჩუმეა.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილება, რომელიც დღეს პარლამენტის წინ უნდა იყოს მიღებული, ადვილი არ არის, მაგრამ ისინი უკან დახევას არ აპირებენ. მან აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიების თათბირის შედეგად მიღებული გადაწყვეტილბა გააცნო.

“არსებულ მოთხოვნებს ემატება ის, რომ საქართელოში ცვლილებების დრო დადგა. ცვლილებები ხდება არჩევნებით, ჩვენ არ უნდა მივცეთ არჩევნების მოპარვის საშუალება. უნდა გადადგეს ეს სამი გვამი”,-განაცხადა უგულავამ.

მისივე თქმით ისინი დაშლას არ აპირებენ, ან მიაღწევენ აღნიშნული სამი პირის გადაყენებას, ან “თავის თავს” დააბრალონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები