“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას 2 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით,  უგულავას ასევე ჩამოერთმევა პასპორტი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პროკურატურა 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

ალბათ, იმიტომ, რომ უცხოელი ძიუდოისტებიც არ გავლახო, პასპორტი ჩამომართვეს. ზედ ხურდად 2000-ლარიანი გირაო. ეს ტაკიმასხარაობა ამიტომ მოაწყეს. არაუშავს, მეტი დრო მექნება აქ ბრძოლისთვის და შვილებისთვის”- წერს სოციალურ ქსელში გიგი უგულავა.

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, გიგი უგულავას და ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინათ.

გოკა გაბაშვილი და ინციდენტის ასევე ერთ-ერთი მონაწილე დაზარალებულად სცნეს.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტი გუშინ დილას თბილისის აეროპორტში მოხდა. “ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, ორი მამაკაცი გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

“საცოდავია ეს რეჟიმი, სასაცილოც კი” – გიგი უგულავას და გოკა გაბაშვილს თავს დაესხნენ

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები