LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგანტურ კუს “პარაგრაფში” უმკურნალეს და შავ ზღვაში დააბრუნეს [ფოტოები]

615
64323601_2425903340795073_7471225181965385728_o

მიმდინარე წლის მარტში, ხმელთაშუა ზღვიდან ფოთის სანაპირო ზოლში გადაშენების პირას მყოფი გიგანტური კუ (კარეტაკარეტა) შემოვიდა.

ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კუ გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის, აკვაკულტურის და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის სპეციალისტების ჩართულობით, შესაბამისი რეაბილიტაციის კურსი კუს სასტუმროპარაგრაფი“- ოკეანარიუმის საკარანტინო აუზში ჩაუტარდა.

სპეციალისტების განმარტებით, შავი ზღვის ივნისის თვის წყლის ტემპერატურა დაახლოებით 20-22 გრადუსია, რაც სრულიად შესაბამისია კუს საბინადრო გარემოში დასაბრუნებლად. სპეციალისტების რეკომენდაციის გათვალისწინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კუ შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლში ბუნებრივ გარემოში გაუშვეს.

გიგანტური კუ ქალაქ ფოთის მკვიდრმა, ლაშა ხოჯავამ იპოვა და შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები