LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა მაქარაშვილი: „ჯიბიდან ყალბი 5-ლარიანი ამოვიღე, 2 ლარი ხურდა გამოვართვი…“

1476
giga-maqarashvili.

სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი, გიგა მაქარაშვილი იხსენებს ამბავს, რომელიც დღევანდელ დღესთან არის დაკავშირებული. დღეს, მოგეხსენებათ,  21 მარტს დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე აღინიშნება.

გთავაზობთ გიგა მაქარაშვილის პოსტს ამ თემაზე:

„ყალბი 5-ლარიანი შემომაჩეჩეს მაღაზიაში ამას წინათ. რამდენჯერმე ვცადე მისი გამოყენება, მაგრამ არსად მიიღეს. გადავკეცე და ჩავიდე შარვლის უკანა ჯიბეში…

დილით ვაჩერებ ტაქსის, ძალიან -მეჩქარება და აბა, მიშველე ჯიგარო-მეთქი, ვუთხარი. კარგიო.

რადიოა ჩართული, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან ქარის ზუზუნი შემოდის…

უცბად მუხრუჭების საშინელი ხმა და ძლივს გააჩერა მანქანა მძღოლმა… ზებრაზე ასაკიან ქალს სავარაუდოდ, შვილიშვილი გადაჰყავდა, სავარაუდოდ, ერთი ქრომოსომით მდიდარი იყო პატარა ქერათმიანი გოგო…

ფანჯარას ჩაუწია მძღოლმა და გასძახა:

ან თვალებიდან გამოიხედე ან დარჩი სახლში, ქალო!!!

ადგილზე მოვკვდი…

ვისაც ნანახი აქვს ჩემი ტელეფონი, იმან იცის, რამხელა და როგორი მტკივნეული იქნება კეფაში გამეტებით მოხვედრა ამ ნივთის… მოვიქნიე და უცბად გონება გამინათდა…

არაფერი მითქვამს…

ჯიბიდან ყალბი 5-ლარიანი ამოვიღე, 2 ლარი ხურდა გამოვართვი…

ზედმეტქრომოსომიანთა და ჟურნალისტთა ქარიან დღეს გილოცავთ ❤“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები