LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბოკერია: „დეოლიგარქიზაცია“ საერთაშორისო სიტყვაა და ქართულ ენაზე ივანიშვილის ჩამოცილებას ნიშნავს

97
d214cc90861c4e6a9d4cb8d7f97c7995

„დეოლიგარქიზაცია საერთაშორისო სიტყვაა და ქართულ ენაზე ივანიშვილის ჩამოცილებას და ახალი ოლიგარქიზაციის არ დაშვებას ნიშნავს,” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“  ეთერში განაცხადა.

რეჟიმის ბუნება, არსი, რაზეც დგას შეუთავსებელია ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან და თავისუფალ სამყაროში დაბრუნებასთან.

„რომც გაგვიმართლოს და საოცრება მოხდეს, ზოგჯერ საოცრებები ხდება, სხვა არგუმენტების – გეოპოლიტიკური არგუმენტების გამო, კანდიდატობის ამბავი მოხდეს, ან მომხდარიყო ადრე, კარგი იქნებოდა და რომ არ მოხდა, ივანიშვილის რეჟიმის ბრალია ცალსახად, მაგრამ ეგეც კი რომ მომხდარიყო, ჩვენს ეროვნულ ამოცანას არ შეცვლიდა, ეს კაცი, მისი გარემოცვა, როგორც მართავს, როგორც ესმის – მათივე სიტყვებს ვეყრდნობი, როგორც ხატავენ დასავლეთს, როგორც საქართველოს მტერს, შეუთავსებელია, ამიტომ აქ გარდა ერთი გზავნილისა, რომელიც ოპოზიციას, სამოქალაქო ჯგუფებს ყველას უნდა ჰქონდეს, არის ის, რომ რაც შეიძლება მეტ მოქალაქესთან, კიდევ უფრო მეტთან ვიდრე იყო შეკრებილი, კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით არჩევნებისთვის მომზადება და ვითარების იძულება იქამდე, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი შეეგუება ძალაუფლების დაკარგვას.

არ ვაპროტესტებ იმას არანაირად, რომ სამოქალაქო ჯგუფების წარმომადგენლები იყვნენ აქტიურები ამ პროტესტში, პირიქით, მე ვთქვი, რომ ეს ლოგიკურია იმ ვითარების გამო, რომელიც პოლიტიკურ სპექტრშია. ოღონდ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დავეთანხმებით, რადგან ბევრ ადამიანს არ მოეწონა „ევროპული საქართველოს“ ნათქვამი, რომ ე.წ. იდეა – ტექნოკრატიული მთავრობა, უნდა იყოს ხალხის მანდატით არჩეული პოლიტიკური ძალების შერჩეული. ასევე, არასწორია ულტიმატუმების მიცემა, ულტიმატუმებს იძლევი, როცა უკვე ზღვარზეა ყველაფერი და თუ ეს არ დაკმაყოფილდა, მაშინვე რაღაც ნაბიჯი გაქვს. ერთ თარიღზე კონცენტრირებაც არასწორია, ადრე ეს ზოგიერთ პარტიასაც აქვს გაკეთებული, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობას“, რაღაც თარიღს ითქვამენ, მერე ეს რჩება, ეს აწყობს ყოველთვის ავტორიტარულ რეჟიმს. „ევროპულ საქართველოს“ ღონისძიება გვაქვს ბათუმში, ქუთაისში, ჩვენ უნდა ვესაუბროთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს“, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები