LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგა ბედინეიშვილი: ,,აწარმოე საქართველოში” და მსგავსი სუბსიდირებული პროგრამები პარაზიტული პროგრამებია

256

,,აწარმოე საქართველოში” და მსგავსი სუბსიდირებული პროგრამები პარაზიტული პროგრამებია – ამის შესახებ “ფორტუნას” აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესსკოლისა და ESM-ის დეკანმა გიგა ბედინეიშვილმა განუცხადა.

,,ამ პროგრამით, ძირითადად, ისევ მთავრობასთან დაახლოებული მხარეები სარგებლობენ და კორუფციის წყაროა. ეს პროგრამები კაპიტალის განაწილებაზე არასწორ მოტივაციას ქმნიან. გადასახადის გადამხდელთა ხარჯზე, ფაქტობრივად, ძალით კეთდება ისეთი პროექტები, რომლებიც არ განხორციელდებოდა. ამას ცუდი უკუგება ექნება”, – მიიჩნევს გიგა ბედინეიშვილი.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი თვითონ წყვეტს სად ჩადოს ფული, გაცილებით უფრო ჭკვიანურად იქცევა, ვიდრე მაშინ, როდესაც მთავრობა ხალხის ფულს დებს სხვადასხვა პროექტებში.

,,სუბსიდირებული სესხები და მსგავსი პროგრამები მავნებლურია. ჩვენი ფულით რომელიმე სამინისტრო არ უნდა წყვეტდეს რომელ ბიზნესს დაეხმაროს და რომელს არა. ამას ჯობია საერთოდ არ გამოგვართვან ეს გადასახადი და ხალხი თვითონ გადაწყვეტს, რაში უნდა ჩადოს ეს ფული. მთავრობა ბიზნესში არაფრად არ ვარგა. მთავარია ხარჯები შემცირდეს და შეწყდეს ის მავნებლური პროგრამები, რომლებსაც მთავრობა ახორციელებს.” – განმარტა გიგა ბედინეიშვილმა.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში” მთავრობის ინიციატივით ხორციელდება, რომლის მიზანია ქვეყანაში მეწარმეობის განვითარება და მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა.

პროგრამის კოორდინაციას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და მასში ჩართულია „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ და „საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო“.

პროექტი უზრუნველყოფს შემდეგი სახის მხარდაჭერას: ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობას და ტექნიკურ დახმარებას.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები