LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდებს დროებით დაასაქმებენ

84
5ed393c4b97e7

აჭარაში გიდების დროებითი დასაქმების პროგრამა ამოქმედდა. პროექტი, რომელშიც რეგიონში მოქმედი 25 მაღალკვალიფიციური გიდია ჩართული, ერთის მხრივ გიდების დასაქმებას, მეორეს მხრივ კი მთიანი აჭარის ტურისტულ ობიექტებში კოვიდსტანდარტების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გიდების დასაქმების პროექტის ფარგლებში, გიდები აჭარის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კვებისა და ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს კოვიდის პერიოდში სერვისების უსაფრთხოდ გაწევასთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციებს. ერთი თვის განმავლობაში ისინი 400-ზე მეტ ტურისტულ ობიექტს მოინახულებენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ პანდემიის პირობებში აჭარაში ტურისტული სერვისების გაუმჯობესებაში. გიდების დროებითი დასაქმების პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი USAID-ის დაფინანსებითა და აჭარის გიდების ასოციაციის მხარდაჭერით ანხორციელებს.

გიდების დროებითი დასაქმების პროექტის პირველ ეტაპზე, გიდებმა კოვიდსტანდარტებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით დისტანციური სწავლება გაიარეს, რათა სწორად უზრუნველყონ კერძო სექტორის ინფორმირება. მუნიციპალიტეტებში გასვლამდე ისინი PCR ტესტირებას ჩაიტარებენ და უზრუნველყოფილნი იქნებიან ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები