LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიდასტურებთ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი: სლოვაკეთის პრემიერი გიორგი გახარიას მისალოც წერილს უგზავნის

73
FORTUNA.GE-

“მიმაჩნია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის საერთო ინტერესების სულისკვეთებით.” – სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას წერილს უგზავნის და თანამდებობაზე ხელმეორედ დანიშვნას ულოცავს.

იგორ მატოვიჩი წერილში კიდევ ერთხელ ადასტურებს სლოვაკეთის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი:

“გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულწრფელი მოლოცვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.

მიმაჩნია, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის არსებული მეგობრული და კონსტრუქციული ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნისთვის ზიარი ინტერესების სულისკვეთებით.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა კვლავ მზად არის თქვენი შემდგომი დახმარებისთვის, რათა საქართველომ ინტეგრაციის ამბიციები დაიკმაყოფილოს. აქვე გიდასტურებთ განუხრელ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

თქვენო აღმატებულებავ, ნება მიბოძეთ წარმატებები გისურვოთ ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დაკისრებული მოვალეობების წარმატებით შესრულებისთვის უშრეტი ენერგიითა და ენთუზიაზმით.” – მიმართავს იგორ მატოვიჩი გიორგი გახარიას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები