LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ვოლსკი: ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება

104
გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრის, გია ვოლსკის განცხადებით, მისთვის ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის „ასეთი შემართება“, „ხისტი განცხადება“ გაუგებარია. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, გაუგებარია მით უფრო, რომ ჰარცელმა გამოძიების მიმდინარეობა ზუსტად იცის.

ამ განცხადებით გია ვოლსკი საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ევროკავშირის ოფისის გადაწყვეტილება საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ნორმალურია.

„აბსოლუტურად ნორმალური ის, როდესაც ელჩთან აქვს საუბარი გარკვეულ თემებზე კონკრეტულ მასპინძელ ქვეყანას ან მასპინძელ ფორუმს, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია ბატონი კარლ ჰარცელის ასეთი შემართება, ცოტა არ იყოს, ხისტი განცხადება, ვინაიდან ზუსტად იცის, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

არანაირი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით არ აქვს, თუ საიდან, რა წარმოშობის არის ის მასალები, რომლებსაც ასე ატრიალებდნენ ჩვენი ოპონენტების მედიასაშუალებებში,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კობახიძე ჰარცელის განცხადებაზე: მგონი, დიპლომატიურ სტანდარტებს ოდნავ აცდენილი იყო, მით უმეტეს ამ წინასაარჩევნო პერიოდში

„ის, რომ ჩვენი მეგობრები ინტერესდებიან, არის აბსოლუტურად ბუნებრივი. შეიძლება ვიღაც ვიღაცას უსმენდეს უკანონოდ, უნდა დაინტერესებულიყვნენ და დაინტერესდნენ კიდეც.“

მისი შეფასებით, ეს რეალობაა, რაც წარმოშობს დამატებით შეკითხვებს დანარჩენ შეკითხვებზე პასუხებს ყველა ერთად ველოდებით. როგორც ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, ფაქტია, რომ საზოგადოება თავს დაცულად უნდა გრძნობდეს, როგორც ფარული მოსმენებისგან, ისე ნებისმიერი სხვა მოქმედებებისგან, რომლისგანაც ჩვენი უშიშროების სამსახური გვაზღვევს და ეს არის გარე, თუ შიდა გამოწვევები.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი სპეციალური სამსახურების დისკრედიტაცია არასწორი და ანტისახელმწიფოებრივია, რასაც ჩვენი ოპონენტები ეწევიან. ამას არ უნდა აჰყვეს არც ელჩი და არც ნებისმიერი ჩვენგანი, რა პოლიტიკური შეფერილობის დროშაც არ უნდა ეჭიროს ხელში. მე ასე მგონია, რომ საკმაოდ ბევრ შეკითხვას პასუხი გაეცემა და დამატებითი კითხვებიც ბევრი იქნება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში დაიბარეს

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, შეხვედრა ბრიუსელში გუშინ, ევროკავშირის სათავო ოფისში შედგა. დიპლომატი გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ დიპლომატებსაც უსმენენ და თქვა, რომ ევროკავშირი ამას არ უყურებს, როგორც ნორმალურ მოვლენას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები