LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: “ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს”

1408
BeFunky-collage (3)

“ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს,” – ამის შესახებ პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით წერს.

ამასთან ხუხაშვილი განმარტავს, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი.

“როგორ უნდა იქცეოდეს ზეპარტიული, ნატურალური, ხალხის მიერ არჩეული და მის სამსახურში მყოფი პრეზიდენტი?

20-ში დანიშნულია აქცია, რომელიც ერთის მხრივ ასოცირდება ოპოზიციურად განწყობილ სამოქალაქო ჯგუფებთან, მაგრამ მეორეს მხრივ, უნიკალური, არა საპროტესტო, არამედ პოზიტიური დღის წესრიგით იმართება, რაც შეესაბამება, მათ შორის, ხელისუფლების “დეკლარირებულ მისწრაფებებსაც”.

ანუ, თავის თავში შეიცავს საზოგადოებრივი კონსოლიდაციის, ეროვნული თანხმობის პოტენციალს, ზეპარტიულ, სახელმწიფოებრავად მნიშვნელოვან თემასთან დაკავშირებით.

ნატურალური სახელმწიფოს მეთაური გამოიყენებდა ამ შანსს, სწორედაც რომ მის მიერვე დეკლარირებული ეროვნული თანხმობის მისაღწევად, გაუქმებისკენ კი არ მოუწოდებდა, პირიქით, შეუერთდებოდა, ინიციატივას გააძლიერებდა, თუ გნებავთ, სათავეში ჩაუდგებოდა. არა მხოლოდ დიპლომატიურ კორპუსს, არამედ ხელისუფლებასაც მოუწოდებდა შემოერთებისკენ და აჩვენებდა სამყაროს, რომ ჩვენ, ქართულ საზოგადოებას, მიუხედავად მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებისა, შეგვიძლია საქართველოს სახელით გაერთიანება მნიშვნელოვან თემებთან დაკავშირებით.

ნაცვლად ამისა, მან დანიშნა ცალკე აქცია, ამასთანავე მოუწოდა 20-ის აქციის გაუქმებისკენ, რითაც კიდევ ერთი განხეთქილების ვაშლი ჩააგდო საზოგადოებაში და გააშიშვლა არსებული პრობლემები.

ამით მიიღო ერთადერთი შედეგი – გაზარდა 20 ივნისის კონსოლიდაციის პოტენციალის მქონე აქციის რადიკალიზაციის მუხტი, იმ ფონზე, რომ 16-ის აქცია დიდი ვერაფერი შვილი იქნება.

ანუ ითამაშა მის მიერვე დეკლარირებული მიზნების საწინააღმდეგოდ.

ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს…” – წერს გია ხუხაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები