LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღრმა მწუხარება და სამძიმარი საქართველოდან

833
602x338-cmsv2-8b5b6d15-750b-5ea8-b0e9-2bad232787ad-4425310

“უკრაინის ავიახაზების” კუთვნილი ბოინგ 737, რომელსაც რეისი კიევის მიმართულებით უნდა შეესრულებინა, თეირანის აეროპორტთან ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად ყველა მგზავრი დაიღუპა. გარდაცვლილთა შორის ეკიპაჟის 9 წევრი იყო, 11 უკრაინის მოქალაქე, 82 ირანელი და 63 კანადელი. მგზავრებს შორის იყვნენ ასევე გერმანიის, ბრიტანეთის, შვედეთის და ავღანეთის მოქალაქეებიც.

ავიაკატასტროფას ეხმაურება სალომე ზურაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულთა ოჯახებს სოციალური ქსელის საშუალებით მიუსამძიმრა.

“შეძრული ვარ უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო, რომელსაც უდიდესი მსხვერპლი მოჰყვა. ვწუხვარ და ამ მძიმე წუთებში ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახებისა და მათი ახლობლების მწუხარებას”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა”.

 

დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ:
“გულწრფელად ვუსამძიმრებ თეირანში, უკრაინულ თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებს”.
სამძიმრის წერილი პრემიერმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

უკრაინული ავიაკომპანიის კუთვნილ “ბოინგ 737”-ის ბორტზე მყოფი მგზავრების უმეტესობა გარდაიცვალა

სოციალური ქსელით გამოეხმაურა ფაქტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც:
„ღრმად ვართ დამწუხრებული ირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ ცნობით, რომელსაც ბორტზე მყოფი ყველა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა ოჯახებს, რომლებმაც ამ საშინელ ტრაგედიაში ახლობლები დაკარგეს.”

თეირანში მომხდარი კატასტროფის გამო მწუხარება გამოთქვა თბილისის მერმა კახი კალაძემ და გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებს.

„ჩემი გულწრფელი სამძიმარი ყველა მგზავრსა და ეკიპაჟის წევრს, რომლებიც უკრაინის ავიახაზების თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. ჩვენი ლოცვითა და ფიქრებით გარდაცვლილთა ოჯახებთან და მეგობრებთან ვართ. თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგა“, – წერს კალაძე „ტვიტერზე.”

გავრცელებული კადრების მიხედვით, თვითმფრინავი აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა, რის შემდეგ ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა. ბოლო ინფორმაციით დაიღუპა 176 მგზავრი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს  ცნობით, უკრაინული თვითმფრინავის ბორტზე საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები