LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღმერთს მინდა ვთხოვო ჩემს დაბადების დღეზე ხათუნა ჟორდანია განმიკურნოს” – იუბილარი ზურა ხაჩიძის ემოციური პოსტი

1762
1576057393780330

მომღერალი ზურა ხაჩიძე იუბილარია. ის დღეს 41 წლის გახდა. დაბადების დღესთან და მის მთავარ სურვილთან დაკავშირებით ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“დღეს 41 წლის გავხდი! დიდი მადლობა უფალს ყველაფრისთვის, ცხოვრებაში რაც მოხდა. ხან წავიქეცი, ხან ავდექი, ბევრი ცუდი ვნახე და ბევრი კარგი. მთელი ჩემი ცხოვრება დანის წვერზე გავლას ჰგავს. სულ სიყვარულს გავცემ და სულ გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. ალბათ თავმდაბლობას და სიყვარულს ალტერნატივა არ გააჩნია.

ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ აი, ეს ბოლო ხანია, ძალიან დაუნდობელი და აგრესიულები გავხდით ადამიანები, რაც, ბუნებრიავია, არ მომწონს! ბევრის ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, ღმერთს მინდა, ვთხოვო ჩემს დაბადების დღეზე, რომ ხათუნა ჟორდანია განმიკურნოს, ნინი და ანასტასია მისი მფარველობის ქვეშ ატაროს მუდამ. ჩემს ქვეყანას სიყვარულის კალთა გადმოაფაროს (რაც ძალიან გვაკლია ბოლო დროს)”, – წერს ზურა ხაჩიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები