LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთის არ გწამთ?- ზურაბ ჯაფარიძის პროტესტი საპატრიარქოსთან (ვიდეო)

201
jafa

პოლიტიკური პარტია “გირჩის”  ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპატრიარქოს შენობასთან ის კანონპროექტი გააკრიტიკა, რომლის მიხედვითაც, მართლმადიდებელ ეკლესიას ეძლევა უფლება ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტარამდე ტყე იყიდოს და საკუთრებად დაიკანონოს.

საპატრიარქოსთან ზურაბ ჯაფარიძეს ხელში ბანერი ეჭირა წარწერით: “ღმერთის არ გწამთ?”.

როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლება საპატრიარქოს მხარდაჭერისთვის ტერიტორიებს უცვლის.

“ეს აქცია უკავშირდებოდა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს თითოეული ეკლესიის გარშემო გადაეცემა 20 ჰექტრამდე ტერიტორია. თუმცა, მე ზოგადად ვაპროტესტებ კონკორდატის არსებობას საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომლითაც გამომდინარეობს უამრავი პრივილეგიები და საპატრიარქო იყენებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალაუფლება მოიპოვოს.

„ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ მხარდაჭერაში უცვლიან ტერიტორიებს, რომელიც ამ ქვეყნის მოქალაქეებს ეკუთვნის და არავის აქვს უფლება, რომ ამ მოქალაქეების საკუთრებით პოლიტიკურად ივაჭრო,” – აცხადებს ზურაბ ჯაარიძე.

ახალი კანონპროეტქის მიხედვით, რომელსაც პარლამენტი განიხილავს, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით,  მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე განხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები