LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ღირსებადაკარგული ქალების საცოდაობა” – სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას მისი პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აყენებს

731
1049690473

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს შეურაცხყოფას მისი პრესმდივანი მარია ზახაროვა აყენებს.

მომხდარის შესახებ ზახაროვა სოციალურ ქსელში წერს და ინციდენტის შემდეგ გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, სადაც დაზიანებული ფეხი და ხელი ჩანს.

ამასთან, პრესმდივანი ჟურნალისტებს “ღირსებადაკარგულ ქალებს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველაფერი “საცოდავი სანახაობა” იყო.

“იცით რა უნდოდათ? შეუძლებელია ამის დაჯერება! ერთი კითხვა: ჩავა თუ არა ლავროვი თბილისში. ეს უკვე გონების დაბინდვაა, ამდენად დამოკიდებული გაიხადო თავი სხვა ქვეყნის მთავრობის ჩასვლის ან არჩასვლის გამო”,-წერს ზახაროვა ირონიულად. ის ჟურნალისტების მცდელობას სერგეი ლავროვისგან გაეგოთ რეალური პასუხი “თავდასხმად” აფასებს.

შეგახსენებთ, დღეს ჟენევაში, ევროსაბჭოს მინისტერიალის შემდეგ ტელეკომპანია “იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა სერგეი ლავროვს ჰკითხეს, აპირებს თუ არა ის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, გაზაფხულზე, თბილისში ვიზიტს, ლავროვმა კი მათ ავადმყოფები უწოდა.

“ავადმყოფები ხართ გოგონებო” – ლავროვი ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)

https://www.facebook.com/maria.zakharova.167/posts/10222207512846456

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები