უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ღამის კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, ღამის კლუბებთან დაკავშირებით შრომის ინსპექცია შესაბამის რეაგირებას ახდენს.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკვე დაფიქსირდა „ომიკრომის“ შტამი. მიმდინარეობს კიდევ კვლევა რამდენიმე შემთხვევაზე. ცხადია, მაღალია პოტენციალი იმისა, რომ ვირუსი ჩვენთანაც გავრცელდეს. შესაბამისად, კლუბებთან მიმართულებით ლიბერალიზაცია არ არის.

კლუბების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ტენდენციაც რომ ვნახოთ, მთელ მსოფლიოში, სადაც საქმიანობა დაშვებული იყო, იქაც შეზღუდვები მოქმედებს. რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,- განაცხადა ღიბრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აღნიშნულ თემაზე განცხადება შრომის ინსპექციამაც გაავრცელა და განაცხადა, რომ საკოორდინაციო საბჭოს ღამის კლუბების გახსნაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, შესაბამისად, ღონისძიებების გამართვა ნებადართული არ არის.

რა არის ეს, თუ არა მიზანმიმართული განადგურება და უბრალოდ ჩვენი გაქრობის მცდელობა – დღეს ჩატარდება „ივენთები!!!“ – კლუბ „მტკვარზე“-ს დამფუძნებელი

 

 

სალომე სარიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები