LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზის სექტორში 35 ადამიანი დაიღუპა, ისრაელში კი – 5

94
11israel-gaza-video-new-videoSixteenByNine3000

გასული ღამის განმავლობაში ღაზის სექტორში 35 პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის 10 ბავშვი.

საჰაერო დარტყმების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა ისრაელში.

დაჯგუფება ჰამასი აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, მათ შორის, იერიში მიიტანეს თელ-ავივზე. ასობით რაკეტა გაისროლა ღაზისკენ ისრაელმაც.

საჰაერო დარტყმების შედეგად ღაზაში ერთი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა, მეორე კი დაზიანდა. Reuters-ის ცნობით, ისრაელის ძალების ინფორმაციის თანახმად, შენობაში ჰამასის დაზვერვის ცენტრი და დასავლეთ სანაპიროს სარდლობა იყო განთავსებული.

ვითარება არის მძიმე და არაპროგნოზირებადი, მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები: საქართველოს საელჩო ისრაელში

Reuters-ის ცნობით, ისრაელი იტყობინება, რომ ოთხშაბათს გამთენიისას საჰაერო თავდასხმების შედეგად მოკლულია ჰამასის დაზვერვის რამდენიმე ლიდერი, საჰაერო დარტყმები განხორციელდა ასევე რაკეტების გაშვების მოედნებსა და ჰამასის ოფისებზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები