LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს

95
1580367477-83304224-3639268582757799-2789728223942934528-n

ღაზაში „ჰამასის“ იარაღის საწყობი და სამხედრო ინფრასტრუქტურა გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის არმია ავრცელებს. განადგურებულია ორი სახლი, ასევე რაკეტების გასაშვები და საჰაერო-თავდაცვითი სისტემები.

მედიკოსების თქმით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქალაქ ხან იუნისში 4 ადამიანი დაშავდა.

დღეს დილით სარაკეტო სირენების ხმა გაისმა ისრაელის ქალაქ ბეერშევასა და ღაზას მოსაზღვრე რაიონებში. ჯერჯერობით დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები