LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა: ბადრი ჯაფარიძე

34
ბადრი ჯაფარიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები „პოლიტიკური სიტუტუცის“ გამოვლინებაა,“ – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ასეთი „ლანძღვა-გინება“ არის პასუხი კრიტიკაზე და აჭარბებს ყველა მოლოდინს, რომელიც მის მიმართ გააჩნიათ. ამასთან, როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მსგავსი განცხადებები პრაქტიკულად აგრესიული ჯგუფების წახალისებაა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ განხორციელდეს.

„პრემიერ-მინისტრის ბოლო ორი დღის განცხადებები პოლიტიკური სიტუტუცის გამოვლინებაა. ასეთი ლანძღვა-გინება, რასაც ორი დღეა ვისმენთ, არის პასუხი კრიტიკაზე. ეს აჭარბებს იმ მოლოდინსაც კი, რომელიც ღარიბაშვილის მიმართ გვაქვს.

მათ პარტიაში დამკვიდრებულია კერპთაყვანისმცემლური მიდგომა, როდესაც უნდა გააღმერთონ თავიანთი ლიდერი, ყოველდღიურად მადლობები უხადონ და აბსოლუტურად არ ესმით, რა არის სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომ არ შეიძლება ლანძღვა-გინება როგორც ოპოზიციის, ასევე ოპოზიციურად განწყობილი მედიის მიმართ, რაც პრაქტიკულად აგრესიული ჯგუფების წახალისებაა, რომ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა კვლავ განხორციელდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები