LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი აშშ-ს არმიის მეთაურს შეხვდა

166
1572943404-75210787-2661107683949641-5490752892048506880-n

საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში აშშ-ის არმიის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კრისტოფერ კავოლს შეხვდა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღარიბაშვილმა საუბრისას თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა და ამერიკულ მხარეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების პროცესში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ღარიბაშვილის პირველი სამუშაო დღე თავდაცვის სამინისტროში [ფოტოები]

საქართველოს ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) მიმდინარეობაზე, რომელიც აშშ-ის ევროპის სარდლობის ჩართულობითა და მხარდაჭერით ხორციელდება. მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციაზეც იმსჯელეს.

ამერიკელმა გენერალმა ქართველი სამხედრო მოსამსახურეების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეზე გაამახვილა ყურადღება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები