გერმანიის სახელმწიფო მინისტრი მიხაელ როთი ქვიარ აქტივისტებს შეხვდა.

როგორც თბილისი პრაიდი ოფიციალურ გვერდზე წერს, მინისტრი ინფორმირებულია თბილისი პრაიდის ირგვლივ განვითარებულ პროცესებზე.

შეხვედრის შემდეგ გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა ქვიარ აქტვისტების მიმართ საკუთარი სოლიდარობა თვითერზე გამოხატა.

“ლგბტი თემი მასიური დისკრიმინაციის წინაშე დგანან საქართველოშიც. დღეს შევხვდი მარიამსა და გიორგის, მამაცს აქტივისტს, რომლებიც პატივისცემისთვის, თანასწორობისა და მრავალფეროვნებისთვის იბრძვიან. მათ სჭირდებათ ჩვენი სოლიდარობა და მხარდაჭერა. ლგბტი უფლებები ადამიანის უფლებებია ყველგან,” – წერს როთი ტვიტერზე.

 

თაკო ივანიაძე
ავტორი

მსგავსი თემები