გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა მოქალაქეები გააფრთხილა, მოემზადონ გაჭიანურებული ინფლაციისთვის.

ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

კანცლერი თქმით, ფასების ზრდაზე რეაგირების მექანიზმი საზოგადოებამ ერთობლივად უნდა მოძებნოს.

“ამჟამინდელი კრიზისი რამდენიმე თვეში არ გაივლის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისათვის, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში არ შეიცვლება. უკრაინაში რუსეთის აგრესიულმა ომმა ყველაფერი შეცვალა და ამავდროულად, მიწოდების ჯაჭვები კვლავ დარღვეულია, რადგან ზოგადი გაურკვევლობა იზრდება. ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავლახავთ კრიზისს, თუ გადაწყვეტილებებზე ერთობლივად შევთანხმდებით”, – განაცხადა შოლცმა.

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები