LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიის აეროპორტებში ასობით ავიარეისი გაუქმდა

99757

გერმანიის რვა აეროპორტში უსაფრთხოების თანამშრომლების გაფიცვის გამო, ასობით ავიარეისი გაუქმდა. „გაფიცვამ შესაძლოა, 200 ათასზე მეტ მგზავრს შეუქმნას პრობლემა,“ – აცხადებენ გერმანიის აეროპორტების ასოციაციაში.

ავიაკომპანია „ლუფტჰანზამ“ 500 ავიარეისი გააუქმა, რომელთაგანაც 28 საერთაშორისო ფრენა იყო.

გაფიცვაში მონაწილეობენ ჰამბურგის, ჰანოვერის, ბრემენის, ფრანკფურტის, მიუნხენის, ლეიპციგის, დრეზდენის და ერფურტის აეროპორტები. საერთო ჯამში გაფიცვაში 23 ათასი ადამიანი მონაწილეობს.

პროფკავშირები დასაქმებულთა საათობრივი ანაზღაურების 20 ევრომდე გაზრდას ითხოვს.

პოპულალურები