LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის ვაქცინას დაგეგმილზე ადრე შესთავაზებენ

116
იენს შპანი - გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი

გერმანიაში დაწყებითი სკოლის მასწავლებლებსა და საბავშვო ბაღის თანამშრომლებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, შესაძლოა, დაგეგმილზე ადრე ჩაუტარდეთ, – ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა განაცხადა.

„ჩვენ გვსურს, ეს ჯგუფი მეორე კლასტერს მალე დავამატოთ და მათ ვაქცინა უფრო ადრე შევთავაზოთ“, – განაცხადა შპანმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანიამ მოსახლეობა სამ ჯგუფად დაყო, იმისთვის, რომ ვაქცინა პირველ რიგში იმ ადამიანებმა მიიღონ, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, მათ შორის 80 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეებმა. ამ ეტაპზე მასწავლებლები და საბავშვო ბაღის თანამშრომლები ბოლო ჯგუფში შედიან.

ცნობისათვის, დღეიდან  გერმანიის 16 ფედერალური რეგიონიდან, ათი საბავშვო ბაღებისა და დაწყებითი სკოლების გახსნას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები