LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში სამკურნალოდ წასული ქართველი სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნებობს

211
1 ბაქარა

ერთი წლის წინ საქართველოდან გერმანიაში სამკურნალოდ წასული ბაქარ დევიძე შიშობს, რომ თუ ახალი კორონავირუსით დაინფიცირდება, მისი ფილტვები ამ დაავადებას ვერ გადაიტანს. მას რამდენიმე წლის წინ ფილტვების ქრონიკული დაავადება დაუდგინდა. როგორც თავად განმარტავს, მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობს, მას აღარ აღენიშნება ანთებითი პროცესების არსებობა და არც ჰაერის უკმარისობა აწუხებს, თუმცა მისი მკურნალი ექიმის რჩევით, ამჟამად არა კლინიკაში, არამედ ბინაში იმყოფება. ბაქარი ამბობს, რომ საავადმყოფოში დაინფიცირების რისკი მეტია, ვიდრე ბინაში.

“4 წლის წინ საქართველოში დამისვეს მძიმე დიაგნოზი. მშობლების გადაწყვეტილებით წამოვედი გერმანიაში. დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ ნათესავებისა და ახლობლების დახმარებით მოვიძიეთ. მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. პირველი თვეები სულ გამოკვლევებზე ვიყავი. საქართველოში დასმული დიაგნოზი აქ საეჭვოდ ეჩვენებოდათ. მაგრამ სამწუხაროდ იგივე დაავადება დამიდგინდა, რაც იქ მითხრეს. ახლა აქ ვირუსის გავრცელების უფრო დიდი საშიშროებაა, ვიდრე საქართველოში. სიცოცხლის გადასარჩენად გერმანიაში წასვლაზე ვოცნებობდი, ახლა იგივე მიზეზით საქართველოში მინდა დაბრუნება. ტრანსპორტიც დიდი რისკის შემცველია. არიან ადამიანები, რომლებმაც არ იციან, რომ კორონავირუსი აქვთ, ასეთ მგზავრებთან ერთად რომ მომიწიოს გამოფრენა, დიდი ალბათობით მეც გადამედება და ზუსტად ვიცი ამას ჩემი ორგანიზმი ვერ გადაიტანს. აბა ჩემთვის სპეციალურ თვითმფრინავს ვინ გამოყოფს? იმედი მაქვს საქართველოში მართლა ისეთი სიტუაციაა, რასაც აქ ვიგებ და გავრცელება ისეთი ხშირი არ არის, როგორც სხვა ქვეყნებშია”, – აცხადებს ბაქარ დევიძე “ფორტუნასთან” საუბარში.

ამბობს, რომ საელჩოსთვის საქართველოში გამგზავრების თხოვნით არ მიუმართავს. მისი ინფორმაციით, რამდენიმე ქართველმა გამომგზავრება საქართველოში უკვე მოახერხა, თუმცა იცის, რომ უფრო მეტი ადამიანი სპეციალურ რეისს ელოდება.

ამ დროის მონაცემებით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 32 024 მიაღწია. “კოვიდ-19”-ით გარდაიცვალა 143 ადამიანი, ხოლო 3 203 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები