LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში საკონდიტრო ქარხნიდან ტონა შოკოლადმა გაჟონა

2018-12-12t005304z_660525391_rc12772d6070_rtrmadp_3_germany-chocolate-spill

კომპანია DreiMeister-ის საკონდიტრო ქარხნიდან, ერთ-ერთი ავზის დაზიანების შედეგად,  ერთი ტონა გამდნარი შოკოლადის მასამ გაჟონა. მომხდარის გამო გზა ორი საათით გადაიკეტა, ინციდენტის ადგილზე გამოძახებული მეხანძრეები გამყარებულ შოკოლადის გზის ზედაპირიდან აფხეკას ცდილობდნენ. მათ გზის სავალი ნაწილი წყლით გადარეცხეს.

ინფორმაციას და მოვლენის ამსახველ ფოტომასალას Global News-ი ავრცელებს.

კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მცირე ტექნიკური პრობლემა მალე მოგვარდება. ქარხანა კი ჩვეულ რიტმში მუშაობას ოთხშაბათიდან დაუბრუნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები