LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გერმანიაში მოქალაქეების დიდი ნაწილი ისედაც ორი მეტრის დაშორებით ესაუბრებოდა ერთმანეთს და ახლა ოთხ მეტრამდე გაიზარდა”

150
BeFunky-collage (5)

ქართველი ჟურნალისტი, თამუნა ილურიძე, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში წერს იმის შესახებ თუ როგორია მისი პრევენციული ზომები კორონავირუსის წინააღმდეგ.

რადგან ახლა გერმანიაში ვცხოვრობ, სადაც ინფიცირებულების რიცხვი იმატებს და ძალიან მნიშვნელოვანია სიფრთხილე, პირად გამოცდილებას გაგიზიარებთ, როგორია ჩემი ყოველდღიურობა და რას ვაკეთებ:
• სახლიდან გავდივარ შეფუთული  თავზე აუცილებლად მახურავს კაპიუშონი ან ქუდი და დამალული მაქვს თმა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ მკაცრი რეკომენდაცია არსად მინახავს, მგონია, რომ თმაზე ადვილად შეიძლება დარჩეს ვირუსი და საპნით დაბანა არ მინდა

• იმის გამო, რომ რამდენიმე ნიღაბი შავი დღისთვის მაქვს გადანახული (კიდევ უფრო შავი იმედია, არ დაადგება) სახეზე ვიფარებ შარფს, ცხადია ყოველდღე ვცვლი და ვრეცხავ.
• მომარაგებული მაქვს ერთჯერადი ხელთათმანები, რომელსაც გამოყენებისთანავე ვყრი. ხელთათმანების დანახვა მახსენებს, რომ სახეზე ხელი არ უნდა მოხვდეს.
• ბერლინში საზოგადოებრივი ტრანსპორტის დიდი ნაწილი ახლა ავტომატურად იღება, ამიტომ ხელის შეხება ნაკლებად გვიწევს, თუმცა ლიფტში შეგიძლიათ გამოიყენოთ, ერთჯერადი ხელსახოცები ან ბამბის ფირფიტები, რომელსაც გამოყენებისთანავე გადააგდებთ.
• დავივიწყე ყველა ძველი და საყვარელი ჩანთა, დავდივარ ნაჭრის ჩანთებით, რომლებსაც ასევე ყოველდღე ვცვლი და ვრეცხავ.
• ხილს და ბოსტნეულს დიდხანს ვრეცხავ და თითქმის ყველაფერს ვფრცვქნი(?)
• გერმანიაში მოქალაქეების დიდი ნაწილი ისედაც ორი მეტრის დაშორებით ესაუბრებოდა ერთმანეთს და ახლა ოთხ მეტრამდე გაიზარდა 
P.s მეც არ მჯერა, ამას რომ ვწერ”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები