LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში გამგზავრება გაგვიძვირდება – ავიაბილეთებზე ფასები იზრდება

393
Munich-shutterstock-240695029

გერმანიის მიმართულებით გამგზავრება, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში გაგვიძვირდება – მიზეზი გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც შიდა და ევროპულ რეისებზე საავიაციო გადასახადი 77%-ით იზრდება 7,38 ევროდან 13.03 ევრომდე. შედეგად, გაიზრდება ავიაბილეთების ღირებულებაც. საავიაციო ინდუსტრია მთავრობის გეგმებს უარყოფითად აფასებს და ავიაკოპანიები იმედგაცრუებულები არიან.

როგორც უცხოური მედია იუწყება, გადასახადის განაკვეთის ზრდას, გერმანიის მთავრობაში, გარემოს დაცვით და ნახშირორჟანგის ემისიის შემცირების სურვილით ხსნიან.

თუ კი აღნიშნულ პროექტს გერმანიის ბუნდესტაგი დაამტკიცებს, ის ძალაში 2020 წლის 1-ელი აპრილიდან შევა. არსებული პროგნოზით, აღნიშნულ წელს გერმანიის მიერ საავიაციო გადასახადებიდან მიღებული შემოსავალი დაახლოებით 470 მილიონი ევრო იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები