LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს საათში 9.5 ევროს გადაუხდიან

3252
2019-10-16

გერმანიაში ლეგალურად დასაქმებულ ქართველებს საათში 9.5 ევროს გადაუხდიან. დასაქმების ხანგრძლივობაა 1-დან 3 თვემდეა. სამუშაო დრო: 5-6 დღე კვირაში; 8 – 10 საათი დღეში. აღსანიშნავია, რომ 9.50 ევრო საათში (დარიცხული) მინიმალური ხელფასია, რომელსაც გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.

შეგახსენებთ, გერმანიის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 3 თვით შეეძლებათ. სეზონური სამუშაოები გერმანიაში 1 აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდანაა შესაძლებელი და მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმება სოფლის მეურნეობის სექტორში სეზონურ სამუშაოებზეა შესაძლებელი. სამუშაოს მაძიებელი პირველად რეგისტრაციას სპეციალურ სარეგისტრაციო პორტალზე http://workabroad.gov.ge/ გადის.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები