LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმებისთვის მხოლოდ 1 დღეში 40 000 ადამიანი დარეგისტრირდა

12168
7670dd6d5631fc8aa837b32b91017d88-XL

მხოლოდ 1 დღეში, გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებისთვის შექმნილ სპეციალურ პორტალზე 40 000 ადამიანი დარეგისტრირდა. ამის შესახებ „ბიზნესკურიერს“ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, იმის გამო, რომ საიტი გადატვირთულია, ის დროებით გამორთულია.

„მინდა აღვნიშნო, რომ გადატვირთვის გამო ამ ეტაპისთვის საიტი გამორთულია. გუშინდელი მონაცემებით, დაახლოებით 40 000 ადამიანი არის დარეგისტრირებული ვებ-გვერდზე, თუმცა აქედან ნაწილს აქვს გერმანიის აპლიკაცია სრულად შევსებული, ნაწილს აქვს მხოლოდ რეგისტრაცია გავლილი და სააპლიკაციო მონაცემები არ აქვს შეყვანილი.

ვისაც ნაწილობრივ აქვს შევსებული მათ შეტყობინებებს გავუგზავნით. მათ შეუძლიათ, რომ თავიანთი იუზერი და პაროლი შეიყვანონ, ვერიფიკაცია გაიარონ ტელეფონის ნომრებით.

ავტორიზაციას გაივლიან, თავიანთ გვერდზე შევლენ და შეავსებენ აპლიკაციის ფორმას.“-აღნიშნა დასაქმების სააგენტოს სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა “ფორტუნას” ეთერში საუბრისას.

გერმანიაში დასაქმებულ ქართველებს საათში 9.5 ევროს გადაუხდიან

ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში დროებით, სამი თვის განმავლობაში ლეგალურად დასაქმებას შეძლებენ. გერმანიაში სეზონური სამუშაოები 1-ლი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა სპეციალურ ვებგვერდზე გუშინ დაიწყო.

გერმანიაში დროებით ლეგალურად დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან იწყება: სად უნდა დარეგისტრირდეთ

 

 

 

პოპულალურები