LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში დასაქმების მსურველთათვის, ბერლინში გასამგზავრებელი ბილეთი გაიაფდა

83
Untitled

ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს გერმანიაში ლეგალურად დასაქმების მსურველთათვის შეთავაზება აქვს. ავიაკომპანია მათ ავიაბილეთს 150 ევროდ სთავაზობს.

„Hallo Deutschland! შესანიშნავი შეთავაზება მათთვის, ვინც მონაწილეობას მიიღებს საზღვარგარეთ მუშაობის პროგრამაში, გერმანიაში, ან აპირებს დროებით სწავლას: One Way-150EUR (ექვივალენტი ლარში, მოსაკრებლის ჩათვლით)! ბილეთების რაოდენობა შეზღუდულია. შესაძენად ეწვიეთ ჩვენს გაყიდვების ოფისებს ან ვებგვერდს✈ https://www.georgian-airways.com/en”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც Georgian Airways ავრცელებს.

შეგახსენებთ, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიაში ლეგალურად დასაქმება პირველი აპრილიდან შეეძლებათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და შესაბამის  სარეგისტრაციო პორტალზე, ამ დროისთვის, უკვე 95 ათასამდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. გერმანიაში დასაქმების მსურველებმა რამდენიმე მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილონ. კერძოდ: ასაკი –  18-დან 60 წლამდე, სოფლის მეურნეობის სფეროში მუშაობის გამოცდილება, არ უნდა იყოს დეპორტირებული და გერმანიაში გამგზავრებამდე სამი თვით ადრე შენგენის ზონაში ნამყოფი. სასურველია გერმანული, ან ინგლისურ ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები