LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ საქართველოსთვის მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა

107
55113351-303

გერმანიამ ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მოგზაურობასთან დაკავშირებული საყოველთაო გაფრთხილება გააუქმა – ინფორმაციას გერმანული „დოიჩე ველე“ ავრცელებს, რომელიც იქვე დასძენს, რომ თითოეული ქვეყნის შემთხვევის განხილვა ინდივიდუალურად მოხდება. გამოცემის ცნობით, გერმანია გაფრთხილებას ძალაში ტოვებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც გერმანიიდან ჩასული მოქალაქეებისთვის შეზღუდვები აქვთ დაწესებული, მათ შორის არიან: ავსტრალია, ჩინეთი, კანადა, რუანდა და ურუგვაი.

გერმანიაში ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის მიმოსვლაზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

გერმანიაში ევროკავშირის არაწევრი 160 ქვეყნისთვის მიმოსვლაზე შეზღუდვა 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა

შეგახსენებთ, გასულ კვირას გერმანიამ საკუთარ მოქალაქეებს აუცილებლობის გარეშე, ტურისტული მიზნით, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა. გერმანიის საგარეო უწყებამ საკუთარ მოქალაქეებს ამცნო, რომ საქართველოში ინფიცირების შემთხვევებმა რეკორდულად იმატა სექტემბერში.

ცნობისათვის, გერმანია მაღალი რისკის ჯგუფად მიიჩნევს ქვეყანას, ან რეგიონს, სადაც ბოლო 7 დღის მანძილზე, 100 000 მოსახლეზე 50 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები