LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნად დაასახელა

239
airports-germany

რისკის შემცველი ქვეყნების სია რობერტ კოხის ინსტიტუტმა დღეს განაახლა.

გერმანიამ საქართველო კორონავირუსის რისკის შემცველ ქვეყნად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

საქართველოსთან ერთად, რისკის შემცველ ქვეყნებს დაემატა იორდანია, რუმინეთი და ტუნისი.

როგორც სააგენტო იუწყება, რისკის შემცველი ქვეყნების სიაში შეყვანა ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან გერმანიაში ჩასულ ადამიანებს კარანტინის გავლა მოუწევთ.

როგორც ცნობილია, ამ სიაში ასევე მოხვდა ნიდერლანდების, ბულგარეთის, ხორვატიის, ლიეტუვას, სლოვაკეთისა და უნგრეთის რამდენიმე რეგიონი. საფრანგეთის კუნძული კორსიკა კი, სიიდან ამოიღეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები